ვებ ჰოსტინგი

სწორად შერჩეული ვებ ჰოსტინგი უზრუნველყოფს თქვენი ვებ გვერდის სტაბილურობას, სისწრაფეს და დაცულობას.

...

რისთვის გჭირდებათ #დომენი & #ჰოსტინგი?

იმისათვის რომ შექმნათ და ისარგებლოთ სრულყოფილი ვებგვერდით თქვენ დაგჭირდებათ როგორც დომენი, ასევე ჰოსტინგი. დომენი არის ვებ-მისამართი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს თქვენი საიტი ონლაინ სივრცეში, ხოლო ჰოსტინგი კი არის მომსახურება, რომელიც აკავშირებს ამ ვებგვერდს სერვერებთან და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას.

წარმოიდგინეთ, რომ დომენი არის თქვენი ვებგვერდის საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო ჰოსტინგი სახლი. თქვენ შეგიძლიათ რომ გქონდეთ მისამართი მანამ, სანამ ააშენებთ სახლს, მაგრამ იმისათვის, რომ ინფორმაციის სხვებისათვის გაზიარება შეძლოთ, დაგჭირდებათ ადგილი მათ განსათავსებლად.

HoneyHost - გთავაზობთ მაღალი ხარისხის ჰოსტინგ მომსახურებას.

უფასო კონსულტაცია

დაგვირეკეთ: 032-219-20-25
ან მოგვწერეთ: info@hosting.com.ge

კითხვა-პასუხი

ჰოსტინგი არის მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფს ჰოსტინგ პროვაიდერი. იგი უზრუნველყოფს სერვერზე ვებ გვერდის ფაილების განთავსებას და შენახვას. მომხმარებელს გამოეყოფა ინტერნეტში არსებულ სერვერ-კომპიუტერზე სივრცე და სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ განათავსოს და მართოს ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში: ვებ გვერდი, ტექსტი, ელექტრონული ფოსტა, სურათი, აუდიო ფაილი, ვიდეო ფაილი, მონაცემთა ბაზა და სხვა.

ჰოსტინგ კომპანია ასევე უზრუნველყოფს 24 საათიან ჩართვას ინტერნეტში, ინფორმაციასთან დაკავშირების მაღალ სიჩქარეს და თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

დომენის სახელის რეგისტრაცია არის პროცესი რომლის დროსაც მომხმარებელი არეზერვებს სასურველ ვებ გვერდის სახელს ინტერნეტში, გარკვეული პერიოდით. შეუძლებელია დომენის შესყიდვა სამუდამოდ.

დომენის რეგისტრაცია საჭიროა ვებსაიტისთვის, მეილებისთვის და სხვა ვებ სერვისებისთვის.

დომენური სახელის რეგისტრაცი განსაზღვრავს თქვენს ინდივიდუალურობას და ცნობადობას. დომენის რეგისტრაციის შემდეგ, ინფორმაცია მფლობელზე ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ კონკრეტული შემთვევისა, თუ მფლობელი არ მოისურვებს ინფორმაციის გასაჯაროებას.

დომენური სახელის ფასები მერყეობს მისი დაბოლოებების მიხედვით.

SSL-სერტიფიკატი დაყენება უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას. ამ შემთხვევაში კავშირი საიტსა (სერვერს) და ბრაუზერს შორის მიმდინარეობს HTTPS პროტოკოლის მეშვეობით. მონაცემები, რომლებიც HTTPS პროტოკოლით გადაეცემა განიცდის კოდირებას კრიპტოგრაფიული პროტოკოლით, რაც წარმაოდგენს მის დაცვას.

ასევე, საიტები, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხო HTTPS - პროტოკოლით, უფრო პოპულარულები არიან საძიებო სისტემებისთვის.

კონკრეტულ მომსახურეობას სხვადასხვა პლათფორმები, სხვადასხვა პირობებით სთავაზობენ მომხმარებელს.

ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევა ინტერნეტში ყველაზე მნიშველოვანი ფაქტორია. საქართველოში არსებული პროვაიდერების ნაწილი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ საშუალო დონის სერვისსაც კი.

უფასო კონსულტაციისთვის
დაგვირეკეთ: 032 2-19-20-25
ან მოგვწერეთ: info@hosting.com.ge